ლევან მახარაშვილი - ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება - დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს

ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება - დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს და ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და თითოეულ წევრზე ორიენტირებული იქნება, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხმის მიცემა გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„უნდა ითქვას, რომ ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება. ხმის მიცემა მიმდინარეობს გამჭვირვალედ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. დათვლა ელექტრონულად მოხდება. ცხადია, შედეგებს 21:00 საათისთვის უნდა დაველოდოთ და დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს და ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და თითოეულ წევრზე ორიენტირებული იქნება.

ყველა კანდიდატს სურს მოგება, საბოლოოდ შედეგები გვაჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები. შესაბამისად, მე გულწრფელად ყველა კანდიდატს გამარჯვებას ვუსურვებ და მინდა, რომ მშვიდად დასრულდეს [არჩევნები]. ასოციაციაში მთავარია, რომ პროცესები დასრულდეს ექსცესების გარეშე“, - განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები