რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით

აშშ-ს ესმის რუსეთის პოზიცია ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, ტერიტორიების საკითხი აქტიურად განიხილებოდა აქ, მოსკოვში და ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ეეჭვება, რომ ევროპასთან და უკრაინასთან აშშ-ის კონსულტაციების შემდეგ სამშვიდობო გეგმაში რაიმე კარგი დაემატოს.

„არ ვიცი, ამ კონსულტაციების შემდეგ რას მიიღებენ ქაღალდზე. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე კარგი იყოს“, - აღნიშნა უშაკოვმა და დასძინა, რომ თუ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მიუღებელი დებულებები დაემატება, მოსკოვი მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს