ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას გმობენ და ებრაულ თემებს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შოკირებული ვარ ბონდის სანაპიროზე მომხდარი ტრაგიკული თავდასხმით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს. გაერთიანებულები ვართ ძალადობის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ავსტრალიაში მომხდარ სროლას ასევე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.

„შოკირებული ვარ ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შემზარავი კადრებით. ებრაული თემის წინააღმდეგ ძალადობის ეს საშინელი აქტი ცალსახად უნდა დაიგმოს. ავსტრალია ევროპის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიელ ხალხს“, - წერს კაია კალასი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა