ანტონიო გუტერეში - შეძრწუნებული ვარ და ვგმობ საზარელ თავდასხმას სიდნეიში

შეძრწუნებული ვარ და ვგმობ დღევანდელ საზარელ, სასიკვდილო თავდასხმას სიდნეიში, ხანუქას აღსანიშნავად შეკრებილ ებრაულ ოჯახებზე, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩემი გული მთელი მსოფლიოს ებრაულ თემთანაა ხანუქას პირველ დღეს, ფესტივალის, რომელიც აღნიშნავს მშვიდობის სასწაულს და სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე“, - წერს გუტერეში.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო