ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა და ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, მხარი არ დაუჭირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, ამერიკის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება. ზელენსკის განმარტებით, ეს უსაფრთხოების რეალური გარანტიები იყო.

„ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპამ, არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას. ამიტომ, დღეს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები - კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შეერთებული შტატებისგან და უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, ასევე სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და ა.შ. - ეს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის კიდევ ერთი ტალღა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ეს უკვე კომპრომისია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო