ირაკლი კობახიძე - ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას

მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები