ირაკლი ყანდაშვილი - როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას

როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არჩევნების მეორე ტურში გასულმა ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მეორე ტურში გასულ ირაკლი ჩომახაშვილს შედეგები მიულოცა.

„არჩევნებში ადვოკატებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მეორე ტური არის. რაც შეეხება, საბჭოს, აღმასრულებელ და ეთიკის კომისიას, იქ უკვე შედეგები ცნობილია.

მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა არის ამ ორგანოებში, თუმცა ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნა. როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას",-განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ