კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40 ხომალდის დასანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სასანქციო სიაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40 ხომალდის დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ეს კვირა მართლაც დაძაბული დიპლომატიური კვირაა. დღეს ბევრი დისკუსია გვაქვს. პირველ რიგში, უკრაინასთან დაკავშირებით. დაფინანსების თვალსაზრისით, ეს შესვენების კვირაა. თემა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მივიღოთ, ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან დაკავშირებით. გვყავს დამატებით 40 ხომალდი, პლუს დამხმარე საშუალებები და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ რუსეთს ჩამოერთვას ამ ომის დაფინანსების საშუალებები. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ორი მილიონი ვაზნის ინიციატივის მიზანს, ეს აუცილებელია უკრაინისთვის თავის დასაცავად“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს