ელენე ხოშტარია - პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს - ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა!

პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასე რომ არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვერავინ გვაიძულებდა,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, პატიმრებით ვაჭრობა არ იქნება.

„არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და „ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება.

სანამ ჩვენ ვიბრძვით, არავინ დაელაპარაკება ბიძინას, მის მიერ მოგონილი პირობებით.

პირობა მხოლოდ ორია - ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან ერთად, ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ბიძინას რომ არავინ დაელაპარაკოს და არ მისცენ მანევრირების საშუალება, ამისთვის იბრძვის ხალხი დიდი ხანია! ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც სწორედ ხალხის გვერდით დგანან.

პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასე რომ არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვერავინ გვაიძულებდა.

ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა! ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შეტევაა მთავარი თემა და არანაირი ბელარუსის მაგალითი ჩვენთვის რელევანტური არ არის. ბოლომდე!“- ნათქვამია ელენე ხოშტარიას განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ