აზერბაიჯანში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ამნისტია იგეგმება

ილჰამ ალიევმა ამნისტიის გამოცხადების შესახებ ინიციატივა წამოაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამნისტიის ინიციატივა „კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლის“ აღსანიშნავად დააყენა.

„ამნისტიის შესახებ პროექტის თანახმად, სასჯელისგან ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში, მათ შორის სამამულო ომსა და 2023 წლის 19–20 სექტემბერს ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ასევე, ამ ოპერაციების დროს დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ახლო ნათესავები და ის პირები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის მიერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო პროვოკაციის შედეგად დაშავდნენ“, - წერს გამოცემა.

ასევე, გამოცემის ცნობით, ამნისტია „ქალებს, 60 წელს მიღწეულ პირებს და დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანებს“ შეეხება.

როგორც გამოცემა წერს, ილჰამ ალიევის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში წარდგენილი ამნისტიის პროექტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია და სავარაუდოდ, 20 000-ზე მეტ ადამიანს შეეხება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ