ფრიდრიხ მერცი - უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს

უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ და დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საერთო პოზიციაზე შეთანხმების მხრივ. კონფიდენციალურ საუბრებში დეტალურად აღვნიშნეთ ჩვენი პოზიციები და ერთმანეთის აზრს მოვუსმინეთ. ვიმედოვნებ, რომ შემდგომ პროგრესს დღეს საღამოს მივაღწევთ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, ტერიტორიების შესახებ შეთანხმება კვლავ მთავარ საკითხად რჩება.

„ოთხი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიას უკრაინელი ხალხი იცავს და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, „აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი და მატერიალური გარანტიები ნამდვილად მნიშვნელოვანია“.

„ეს ნამდვილი პროგრესია, რომელსაც მივესალმები“, - განაცხადა მერცმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ