ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსად აღიქვამს - ტერიტორიებთან დაკავშირებით საკმარისი დიალოგი გვქონდა და ვფიქრობ, კვლავ განსხვავებული პოზიციები გვაქვს

აშშ-სა და ჩვენ ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, ყველა მზად არის, რომ ისეთი გადაწყვეტის მოსაძებნად იმუშაოს, რომელიც უკრაინას პატივს სცემს.

„ტერიტორიებთან დაკავშირებით საკმარისი დიალოგი გვქონდა და ვფიქრობ, კვლავ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ, კოლეგებმა ჩემი პირადი პოზიცია მოისმინეს. მაგრამ, ყველა მზად არის, რომ ისეთი გადაწყვეტის მოსაძებნად იმუშაოს, რომელიც უკრაინას პატივს სცემს და ომის დასრულებასთან დაგვაახლოებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერიტორიების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მეტი სიცხადე სჭირდება.

„უსაფრთხოების გარანტიების პროექტი კარგად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსად აღიქვამს. ვმუშაობთ, რომ ახლა ეს წერილობით განისაზღვროს. ამ მხრივ პროგრესიც გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები