ვოლოდიმირ ზელენსკი - რეფერენდუმზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება ამჟამად არ განიხილება, თუმცა, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჯერ რეფერენდუმზე არ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არჩევნებისთვის მზადაა. თუმცა, უკრაინაში არჩევნების ჩატარების მთავარი პირობა ცეცხლის შეწყვეტაა.

“დღეს ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ არჩევნებისთვის მზად ვარ. უკრაინელი ხალხი რომ მზად იყოს ამისთვის, საჭიროა კანონმდებლების თანამშრომლობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ლეგიტიმური არჩევნების ანუ ლეგიტიმურ შედეგებიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები