ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს - არ ვაპირებთ დონბასი რუსეთის ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ ვაღიაროთ

არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა - უკრაინა არ აპირებს, დონბასი რუსეთის ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ აღიაროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას არ სურს დონბასის რუსეთისთვის გადაცემა, რის გამოც შეერთებული შტატები კომპრომისის პოვნას ცდილობს.

„არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ; ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს მის არსებობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებში მთავარი აქცენტი ტერიტორიულ საკითხზე კეთდება, თუმცა კონსენსუსი არ არსებობს.

„არ ვაღიარებთ დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსეთის ტერიტორიად, არც დე იურე და არც დე ფაქტო. თუმცა, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია; ამ საკითხზე ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უარს იტყვის აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში შეთავაზებული ცვლილებების მიღებაზე.

„თუ პუტინი ყველაფერს უარყოფს, ტურბულენტობა იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან არ გამორიცხა, ​​რომ თუ პუტინი გაანადგურებს ნებისმიერ დიპლომატიურ შესაძლებლობასა და მისწრაფებას - როგორც უკრაინულს, ასევე ევროპულს - აშშ სანქციებით ზეწოლას მოახდენს რუსეთზე და უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის.

„ამერიკელებს ომის სწრაფი დასრულება სურთ. ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია. თუ სიჩქარე და ხარისხი ერთმანეთს დაემთხვევა, ორივე ხელით თანახმა ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო