რუსეთის დაზვერვა - ბრიტანელები იმედოვნებენ, რომ თუ გაყინული რუსული აქტივები ვაშინგტონამდე არ მიაღწევს, თეთრი სახლი მოსკოვთან გარიგების ინტერესს დაკარგავს

ბრიტანეთის ხელისუფლება რუსული აქტივების კონფისკაციას ითხოვს და იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან გარიგების მიმართ ინტერესს დაკარგავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესრელიზშია აღნიშნული.

„უკრაინისთვის ომის გასაგრძელებლად სახსრების მიწოდების გარდა, ლონდონი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზანს ისახავს. ბრიტანელები იმედოვნებენ, რომ თუ ეს ფული ვაშინგტონამდე არ მიაღწევს, თეთრი სახლი მოსკოვთან „დამაზიანებელი გარიგების“ განხორციელების ინტერესს დაკარგავს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.

უწყების მტკიცებით, ბრიტანელი ოფიციალური პირები ცდილობენ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ რუსეთი აშშ-ს დაჰპირდა გაყინული თანხების გამოყენებას ერთობლივი პროექტებისთვის, „რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აიძულებს, წინ წაწიოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ინიციატივა“.

უწყების მტკიცებით, ლონდონს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების ხარვეზების ფინანსური თაღლითობის განსახორციელებლად გამოყენება სურს.

„თეთრ სახლზე გავლენის კიდევ ერთი ბერკეტი უნდა იყოს ამერიკელების შანტაჟი ევროპის ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივით. შეთანხმდნენ, რომ ლონდონი, პარიზი და ბერლინი ვაშინგტონს გაუგზავნიან სიგნალებს პეკინისკენ სწრაფვის მზადყოფნის შესახებ, თუ აშშ გააგრძელებს უკრაინის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რომელიც ევროპელებისთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს