სერგეი რიაბკოვი - დარწმუნებული ვართ, რომ ამ საშინელი კრიზისის მოგვარების ზღვარზე ვიმყოფებით

უკრაინის კონფლიქტის მხარეები კრიზისის მოგვარებასთან ახლოს არიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ ამ საშინელი კრიზისის მოგვარების ზღვარზე ვართ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს ისეთი მდგრადი გადაწყვეტის მიღებას, რომელიც აღმოფხვრის კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს.

„2022 წელს ყველაფრის მოგვარებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ახლა საქმე გაცილებით რთულადაა, მიდგომებში განსხვავებები აშკარაა. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა ამ განსხვავებების დასაძლევად და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა აშშ-სგან უკრაინის წარმომადგენლებთან ბოლო მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმირებას ელოდება.

„ჩვენ ღია ვართ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც იქ შეიძლება მიიღონ თუმცა, ჩვენ არასდროს დავთანხმდებით ნატო-ს ჯარების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე უარყო უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ძალების განლაგების შესაძლებლობა, რომელიც, მისი თქმით, იგივეს წარმოადგენს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

„შეიძლება უარესიც კი არის, რადგან ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება შესაძლებელი იქნება ნატო-ს სტანდარტული პროცედურების გარეშეც კი, რომლებიც ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს