კორპორაციული კულტურა და თანამშრომლებზე ზრუნვა - რას უნდა სთავაზობდეს თანამედროვე დამსაქმებელი დასაქმებულებს?

თანამედროვე ბიზნესგარემოში ტალანტებისთვის ბრძოლა საკმაოდ მძაფრია. სწორედ ამიტომ კომპანიებისთვის მაღალი კორპორაციული კულტურა და თანამშრომლებზე ზრუნვა არა დამატებითი ბონუსი, არამედ სავალდებულო პირობაა. სწორედ ზრუნვა ქმნის და ინარჩუნებს ტალანტებს, რომლებზე დგას კორპორაციის წარმატება და სტაბილური განვითარება. დღეს ამა თუ იმ ორგანიზაციას თუ სურს, დაიქირაოს და შეინარჩუნოს პროფესიონალი თანამშრომელი, მან არა მხოლოდ გონივრული ხელფასი, არამედ ზრუნვა, მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობა უნდა შესთავაზოს.

კორპორაციული კულტურა წარმოადგენს საერთო ღირებულებების, წესების, დამოკიდებულებების, ქცევებისა და მიზნების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს როგორ მუშაობენ ადამიანები ორგანიზაციაში. ძლიერი კორპორაციული კულტურა იქმნება მაშინ, როდესაც თანამშრომლები თავს უსაფრთხოდ, დაფასებულად და მოტივირებულად გრძნობენ. მათთვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ხელფასს, არამედ გარემოს, რომელშიც თითოეული დღე უნდა გაატარონ.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს დამსაქმებელს უწევს მეტი ინვესტიცია ჩადოს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლის განვითარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტალანტების შენარჩუნებას ვერ შეძლებს. თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის არა მხოლოდ მუშაობს და ხელფასს იღებს, არამედ იზრდება, ვითარდება და ამავდროულად, დაფასებულია. თანამშრომლის კეთილდღეობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მის პროდუქტიულობასთან.

თანამშრომლებზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებაა. თანამედროვე ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები მუდმივად იღებდნენ ახალ ცოდნას და უნარებს. ამის საუკეთესო საშუალება კი კორპორაციული ტრენინგებია.

საქართველოში კორპორაციული ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას გთავაზობთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი. უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმა EIT Digital-ისგან ევროპის „წლის ტრენერის“ ჯილდო მოიპოვა.

ტრენინგ ცენტრის ფარგლებში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მასზე მორგებული ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით. კორპორაციული ტრენინგები მიზნად ისახავს ორგანიზაციებში ცოდნის, ეფექტიანობისა და ინოვაციური აზროვნების გაძლიერებას.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, შესაძლებელია 100-ზე მეტი კურსის ჩატარება როგორც დისტანციურად, ისე ფიზიკურ ფორმატში - კომპანიაში ან უნივერსიტეტის კამპუსში. კურსები, მათი შინაარსი და ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

შეთავაზებულ კურსებს შორისაა:

  • Big Data Analytics
  • AI Use in Business Operations – AI & Machine Learning for Business Applications
  • Cybersecurity Essentials for Organizations
  • Data-Driven Decision Making
  • Leadership & Management
  • Communications
  • Excel
  • Intrapreneurship and Innovations
  • Tech Project Management
  • No Code Development – Software Development for Non-IT Professionals
  • Time & Task Management
  • Psychology at Workplace
  • Design Thinking

კურსების ხანგრძლივობა და შინაარსი კი ინდივიდუალურად განისაზღვრება კომპანიების საჭიროებიდან გამომდინარე. ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის სივრცეში, ისე კომპანიაში.

კომპანიები და დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025