პარლამენტში ზუგდიდის ოლქის დელეგატი “ქართული ოცნების“ დეპუტატი ედიშერ თოლორაია იქნება

პარლამენტში ზუგდიდის ოლქის დელეგატი “ქართული ოცნების“ დეპუტატი ედიშერ თოლორაია იქნება.

XI მოწვევის პარლამენტში ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა იყო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ზუგდიდის მერი გახდა. შესაბამისად, კოდუას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიმართვა ზუგდიდის ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრად ედიშერ თოლორაიას დასახელების შესახებ პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო.

ედიშერ თოლორაია ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო