პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

"საქართველო ადექი, აჯანყდი", "ერთმანეთის მხარდამხარ, დავიბრუნებთ სამართალს", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.

მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ. მსვლელობის დაწყებამდე “თავისუფლების მოედნის” ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს წინ ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხელმოწერები შეაგროვეს.

ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო