ლევან ხაბეიშვილის დედის განცხადებით, დაკავების შემდეგ ხაბეიშვილს არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ - მან პოლიტიკოს თეონა ჭალიძესთან ერთად სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დედის მარინა კოტრიკაძის განცხადებით, დაკავების შემდეგ ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვან შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ. ლევან ხაბეიშვილის დედამ პოლიტიკოს თეონა ჭალიძესთან ერთად სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა. ისინი სახალხო დამცველთან და მის სამივე მოადგილესთან ერთობლივ შეხვედრას

მოითხოვენ, რათა ომბუდსმენისგან მოისმინონ, ირღვევა თუ არა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები იმით, რომ პატიმრობაში მყოფი მამის ნახვას უზღუდავენ.

"მე მარტო ჩემი შვილიშვილების უფლებების დაცვაზე არ ვზრუნავ, როგორც ლევანს აქვს შვილებთან ურთიერთობა შეზღუდული, ასევე 4 ოქტომბერს დაკავებულ ყველა პოლიტპატიმარს შეზღუდული აქვს შვილებთან ურთიერთობა. შვილებთან ურთიერთობის შეზღუდვა არ მგონია, რომ მართებული იყოს. არასრულწლოვან შვილებს რომ მშობელი შეხვდეს, ამით რა დაშავდება? ეს ძალიან დიდი უკანონობა და უსამართლობაა. არც პროკურატურას, არც მოსამართლეს არაფერს ეკითხებიან. თვითონ გადაწყვიტეს და დაუწესეს შეზღუდვები. სახალხო დამცველთან ჩვენი მოთხოვნაა, ბავშვების უფლებები დაცული იყოს, არა მარტო ჩემი შვილიშვილების, არამედ ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული და ბავშვებს მშობლებთან კომუნიკაციის საშუალება უნდა მიეცეს",-განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება