ალექსანდრე დარახველიძე - გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს - თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „გუშინდელ საპროტესტო აქციაზე შსს-მ დემონსტრანტები გააფრთხილა და შეახსენა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

მისი თქმით, როგორც წარიმართება შეკრება-მანიფესტაცია, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია და თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, შსს-ც შესაბამისად მოიქცევა.

“თუ [სამანქანო და საფეხმავლო] სავალ ნაწილზე იმართება და იგეგმება აქცია, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გაფრთხილება. რაც შეეხება სავალი ნაწილის ჩაკეტვის უფლებას, გათვალისწინებულია კანონით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ გამოხატავენ პროტესტს და არ არის საკმარისი სივრცე. თუ საკმარისი რაოდენობა არ არის, პოლიციას შესაბამისი ზომების მიღების უფლება აქვს.

[გუშინ] არც არავინ დაუკავებიათ. გაფრთხილების მიზანი იყო ის, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

როგორც შეკრება-მანიფესტაცია წარიმართება, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია. თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები