დიმიტრი პესკოვი - ნებისმიერი სანქცია აზიანებს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს

უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტების განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კარგად ცნობილი, აბსოლუტურად თანმიმდევრული და ნათელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტების ყოფნასთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი. ის ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის მიერ და სხვა სამუშაო დონეზე. ეს პოზიცია კარგად არის ცნობილი, აბსოლუტურად თანმიმდევრული და ნათელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, მშვიდობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.

„ეს ყველაფერი ნათელი გახდება მას შემდეგ, რაც გადავხედავთ დოკუმენტებს, რომლებიც ევროპელებსა და უკრაინელებთან ამერიკელების მოლაპარაკებების შედეგად წარმოიშვა“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სანქცია აზიანებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს.

„ნებისმიერი სანქცია აზიანებს, ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს. ეს აშკარაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები