რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - პოლიციამ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

ტროტუარზე მდგომ დემონსტრანტებს პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მისცა და მათ საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პოლიციის ავტომობილის წინ დროშებით დადგნენ. ამის შემდეგ საპოლიციო ეკიპაჟმა პარლამენტის წინა ტერიტორია დატოვა.

პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

უწყვეტი პროტესტის 385-ე დღეს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები