ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის ლიდერების შეხვედრამ რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა

ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ხვდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრამ რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, რადგან უკრაინას მხარდაჭერა ექნება.

„ამ შეხვედრის შედეგმა - ევროპის მიერ მიღებულმა შედეგებმა - რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ მისი სურვილი, გააგრძელოს ომი მომავალ წელს, უაზროაბაა, რადგან უკრაინას მხარდაჭერა ექნება. ეს მთლიანად ევროპაზეა დამოკიდებული - ევროპამ ეს არჩევანი უნდა გააკეთოს“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები