აშშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კანონპროექტს მხარი 77-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 20-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 901 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის ფარგლებში ამერიკელი სამხედროებისთვის ხელფასები 4%-ით გაიზრდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI) მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის გამოყოფა მოხდება.

ასევე, კანონპროექტი ევროპის თავდაცვასთან დაკავშირებით პროგრამებს განსაზღვრავს.

NDAA-ის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების 76 000-ზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირების უფლება ეზღუდება.

ამასთან, კანონპროექტი ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას ამტკიცებს და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო