ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს

პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

„პუტინს დიპლომატია და დიალოგი არ სურს. თუ უკრაინას ეს თანხები არ ექნება, მაშინ ჩვენ სუსტ პოზიციაში ვიქნებით. პუტინი ხვდება, რომ ჩვენ უფრო სუსტები და დაუცველები ვიქნებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან პარასკევს და შაბათს მოლაპარაკებებს გამართავს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026