თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

თიბისი კაპიტალი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა და უზბეკეთში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული შუამავალია.

უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად თიბისი კაპიტალმა სრულად დააკმაყოფილა ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. შედეგად, კომპანიამ სრული ლიცენზირება მიიღო, რაც საშუალებას აძლევს, უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებს სრულფასოვნად მოემსახუროს.

ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრობა ინვესტორებისთვის ნიშნავს, პირდაპირ წვდომას კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე - აქციებსა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებზე, როგორც პირველადი განთავსებების, ისე მეორადი ბაზრის ფარგლებში. აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კორპორატიული ინვესტორებისთვის, მათ შორის, საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონული დივერსიფიკაციით.

„ტაშკენტის საფონდო ბირჟაზე თიბისი კაპიტალის წევრობა ინვესტორებს უხსნის რეალურ და ხელშესახებ ახალ შესაძლებლობებს - უფრო ფართო წვდომას უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე, მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე. ჩვენი ჩართულობით რამდენიმე ადგილობრივმა ემიტენტმა წარმატებით განახორციელა ობლიგაციების ემისია. თიბისი კაპიტალის მიზანია, მსგავს საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა იყოს მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალე, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი სტრატეგიების ეფექტიანად რეალიზება”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა