ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტში დებატებზე - ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი: სახელმწიფო, კონსტიტუცია, არჩევნები, ხალხის ნება, გვერდზე გადასადებია

ევროპარლამენტში ის მოვისმინეთ, რასაც ფაქტობრივად, ომის დაწყების შემდეგ ვისმენთ - ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი - სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ხალხის ნება, არჩევნებში გამოხატული უმრავლესობის აზრი, გვერდზე გადასადებია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებში გარიყული იყო დემოკრატიული და ევროპული ღირებულებები და წინ წამოწეული იყო პოლიტიკური, ანგაჟირებული, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული უტიფარი განცხადებები.

“მოვისმინეთ, რომ საქართველო იმის გამო, რომ თავის დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლიტიკას ატარებს, გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, არავითარი ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მაღალ ტრიბუნაზე დადგნენ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ის ილაპარაკონ, რაც აწყობთ. მათთვის ქართველი ხალხი ის ადამიანები არიან, რომლებიც დააფინანსეს და წაახალისეს დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ ბოიკოტისთვის და ქუჩაში გამოსასვლელად, პარლამენტის შენობის დასანგრევად, ასევე პრეზიდენტის სასახლე აღებულიყო და ა.შ. ის, რომ ამას სახელმწიფომ შესაბამისი კანონიერი პასუხი გასცა, ეს დემოკრატიის უკუსვლად ჩათვალეს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, ეს არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი - სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ხალხის ნება, არჩევნებში გამოხატული უმრავლესობის აზრი გვერდზე გადასადებია. ევროპარლამენტში სწორედ ეს დავინახეთ, გარიყული დემოკრატიული და ევროპული ღირებულებები და წინ წამოწეული პოლიტიკური, ანგაჟირებული, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული უტიფარი განცხადებები”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის