გია ვოლსკი - რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი არ არის

წახალისებაა ექსტრემიზმის და ამას შიდა საქმეებში ჩარევას დავარქმევთ თუ კონკრეტული მიზნისთვის ბრძოლას, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა საქმეებში ჩარევა გამოიხატება იმ ცუდ პრაქტიკაში, რასაც ჰქვია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფაც, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტში გამართული დებატები, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.

მისი თქმით, „ევროპარლამენტში წარმოუდგენელი ატმოსფეროა შექმნილი რადგან „სახალხო პარტია“, „ალდე“ არიან, რომლებიც მრავალრიცხოვანია, თუმცა მათი დიდი ნაწილი სიტუაციაში საერთოდ ვერ ერკვევა“.

„ამ ჯგუფის მეთაური რგოლი არსებობს, რომლებიც წლებია, 2012 წლიდან მოყოლებული დაპირისპირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომლის პოლიტიკა მათ არ აწყობთ. 2012 წლამდე ადამიანების ხოცვა-ჟლეტა იყო და ადამიანის უფლებები ირღვეოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მხარს უჭერდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლაც მხარს „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ. რასაკვირველია, ამას რეზოლუციებსა და გამოსვლებზე თავისი კვალი აქვს, მაგრამ საღი აზრიც გამოჩნდა. რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი არ არის. შიდა საქმეებში ჩარევის რესურსი, რომელიც „სახალხო პარტიას" გააჩნია, მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრემიზმის მხარდაჭერა საზოგადოებაში. აქ წახალისებაა ექსტრემიზმის და ამას შიდა საქმეებში ჩარევას დავარქმევთ თუ კონკრეტული მიზნისთვის ბრძოლას, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა საქმეებში ჩარევა გამოიხატება იმ ცუდ პრაქტიკაში, რასაც ჰქვია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფაც”, - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის