პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორები ოლღა მერებაშვილი და აკაკი მოქერია ბათუმის N2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურორებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

„შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს