ვოლოდიმირ ზელენსკი - ბელგიის პრემიერ-მინისტრთან კარგი საუბარი მქონდა, მისი რისკების მესმის, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი რისკები გვაქვს

ჩვენ უფრო დიდი რისკები გვაქვს, ვიდრე ბელგიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ დღევანდელ სამიტზე ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს ესაუბრა.

„კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ ერთმანეთის გვესმის. მე მისი რისკების მესმის, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი რისკები გვაქვს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უკრაინას წლის ბოლომდე სჭირდება.

„თანხა საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა და ნებისმიერმა სხვამ ეს რუსული აქტივები ჩვენს წინააღმდეგ ბერკეტად არ გამოიყენოს. არ გვსურს, რომ ეს აქტივები მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ სესხის ან ფინანსური დახმარების მიღება გაზაფხულამდე არ მოხდება, მაშინ უკრაინას დრონების წარმოების შემცირება მოუწევს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის