ლევან ხაბეიშვილი - უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი, რომელიც „თქვაზე“ ვზივარ - ბრალად მაქვს წარდგენილი „ხაბეიშვილმა თქვაო", იმას კი არ ამბობენ, შესთავაზაო

ოთხი თვეა თავს ველაპარაკები, რომ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი - ჩემ შვილებს მინდა ვუთხრა, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემგან დაგხვდებათ ადამიანობა და კაცობა,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ის თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს. ხაბეიშვილის თქმით, მას ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია, როგორც პოლიტიკოსმა, ძალოვნების მიმართ გასცა მხოლოდ დაპირება, რომ თუ „უკანონო ქმედებებს არ ჩაიდენდნენ“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ მიიღებდნენ ჯილდოს.

„ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი არ არის და თავისი თავისი ქვეყნის პატრიოტია, შვილებმა კი იციან, მაგრამ ეს საზოგადოებამ მინდა გაიგოს. ამ საქმეში, ჩემ წინააღმდეგ ერთადერთი არის შემდეგი რამ - „ხაბეიშვილმა თქვა". „ხაბეიშვილმა თქვა", ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული? ამბობთ, რომ „ხაბეიშვილმა თქვაო“ და ამით თქვენ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეც ვერ მიხვალთ. დღეს უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი, რომელიც „თქვაზე“ ვზივარ. ბრალად მაქვს წარდგენილი „ხაბეიშვილმა თქვაო", თორემ იმას კი არ ამბობენ რომ შესთავაზაო.

ოთხი თვეა თავს ველაპარაკები, რომ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი. აბსოლუტურად მართალი ვარ, ამიტომ ჩემ სიმართლეს ამ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ სასამართლოში დავამტკიცებ. ხაბეიშვილმა ვინმეს, რა ფული და ქრთამი უნდა შესთავაზოს, რა ფული, რის ფული. მადლობა ჩემი შვილების პედაგოგებს, ერთი კარგი ადამიანია, რომელმაც იმ პირობებში როცა ციხეში გამომკეტეს, უარი თქვა ჩემგან თანხის აღებაზე. ჩემ შვილს არ ართმევს ფულს რადგანაც იცის, რომ მამამისი კეთილსინდისიერია. ჩემ შვილებს მინდა ვუთხრა, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემგან დაგხვდებათ ადამიანობა და კაცობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის