ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით, რას გააკეთებს აშშ? როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები?როგორ იმუშავებენ პარტნიორები? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? - ამაზე უნდა მივიღოთ პასუხები

ჯერ არ შემიძლია პასუხის მიღება, თუ როგორ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით არ შემიძლია პასუხის მიღება. არ შემიძლია - ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ სურს, უბრალოდ მანამდე ვერ მივედით…

როდესაც გაქვს არა ნატო, არამედ როგორც ნატო, გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნატო-ს. ვიღაც ამბობს, შეიძლება ეს უკეთესიცაა. არ ვიცი, შეფასებაში არ შევდივარ. მხოლოდ ერთ რამეს ვაფასებ - პასუხს კითხვებზე, რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით? რას გააკეთებს უსაფრთხოების ეს გარანტიები, როგორ იმუშავებს ეს, როგორ იმუშავებს ყველა პარტნიორი, რანაირად? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? კონკრეტულად...

მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი. დაე, არ იყოს საჭირო, მაგრამ დაფიქსირებული იყოს რაღაც დოკუმენტებში", - განაცხადა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის