ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს

მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა ლიდერის უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს.

„ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები იმობილიზებული დარჩეს და უკრაინამ მიიღოს ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მომდევნო წლებისთვის. მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის. ერთად ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები