გაეცანით „საქართველოს ბანკისა“ და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება.

პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი.

ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ:

  • ბიზნესს პლატფორმაზე შეჰყავს ერთი, ან რამდენიმე ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და უგზავნის მას პერსონალიზირებულ შეტყობინებას მისამართის დაზუსტების მოთხოვნით;
  • ადრესატი იღებს ბმულს, რომელზეც ის თავად შეძლებს ზუსტი მისამართის მონიშნვას;
  • მისამართის დადგენის შემდეგ, კი ბიზნესი ირჩევს, თუ რომელი კურიერი წაიღებს ამანათს - საკუთარი თუ ქვიქშიფერის პარტნიორი კომპანიის კურიერი.

QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:

  • ახალი მომხმარებლები განახორციელებენ პირველ მიტანას საკომისიოს გარეშე და ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ექნებათ წვდომა QuickShipper-ის პლატფორმაზე;
  • არსებული მომხმარებლები კი ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, რომ ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა