დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება, თუ კაია კალასი კანდიდატი ქვეყნებისთვის კითხვებს პასუხებს გასცემს, თუ რატომ იმართება საპროტესტო აქციები ბრიუსელში და რას ნიშნავს ფერმერების ნასროლი კარტოფილები

კარგი იქნება, თუ კაია კალასი კანდიდატი ქვეყნებისთვის კითხვებს პასუხებს გასცემს, თუ რატომ იმართება საპროტესტო აქციები ბრიუსელში და რას ნიშნავს ფერმერების ნასროლი კარტოფილები - მცდელობა, რომ შირმით კიდევ ერთხელ მოტყუვდეს ქართველი ხალხი მაშინ, როცა სინამდვილეში სხვა მიზნები გამოძრავებს, აღარ ჭრის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩვენ ვართ გადარჩენილები იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა, რადგან „ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო“.

„კაია კალასმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნა კარგად წაიკითხოს და გაარკვიოს, რა მოხდა. ქართველმა ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, ვინც მას სურდა. შესაბამისად, თუ ვინმე ქართველ ხალხს სცემს პატივს, პირველ რიგში, იმ ხელისუფლების მიმართ უნდა გამოხატოს პატივისცემა, ვინც ქართველმა ხალხმა აირჩია. მცდელობა, რომ შირმით კიდევ ერთხელ მოტყუვდეს ქართველი ხალხი მაშინ, როცა სინამდვილეში სხვა მიზნები და ამოცანები გამოძრავებს, საქართველოში აღარ ჭრის. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს აღარ უჯერებს, რადგან სიმართლე აბსოლუტურად სხვაგანაა.

რაც შეეხება ბრიუსელს - ბრიუსელის ინტერესები რომ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდაც რეალიზდება, ძალიან კარგად ჩანს ევროკავშირის ეკონომიკურ მოცემულობასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ კაია კალასი კითხვებს პასუხებს გასცემს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, ვისი სურვილიცაა ევროკავშირში გაერთიანება, რატომ იმართება საპროტესტო აქციები ბრიუსელში და რას ნიშნავს ფერმერების ნასროლი კარტოფილები, მთელმა მსოფლიომ რომ იხილა. ასევე, დიდ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოსთან მიმართებით რა ინტერესი ჰქონდა ბრიუსელის ევროჩინოსნებს, რომლებიც არაფორმალური მმართველობის ქვეშ არიან. კარგად ჩანს იგივე დამოკიდებულები, რაც ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებაში, თუ როგორი წაქეზება იყო. უკრაინელ ხალხს ტყუილი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდათ და ომში ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის ჯარისკაცი არ იბრძოდა, ყველაფერი უკრაინელებს შეატოვეს. უკრაინამ რით დაასრულა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ჩანს. საქართველოსთან მიმართებაში ანალოგი რომ გავაკეთოთ, ჩვენ ვართ გადარჩენილები იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა. ერთადერთი მიზეზით - ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.

„საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კალასმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა