ნინო წილოსანი კაია კალასის განცხადებაზე - ტკბილი ხმით, მშვიდად გვეუბნებიან, რომ სრულებით არეული აქვთ თავისი პრინციპები და სტანდარტები

ტკბილი ხმით, მშვიდად გვეუბნებიან, რომ სრულებით არეული აქვთ თავისი პრინციპები და სტანდარტები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ მხარს უჭერ ქართველ ხალხს და მხარს არ უჭერენ მათ მიერ არჩეულ ხელისუფალს, ეს პირდაპირ ქართველი ხალხის უპატივცემულობაა.

„ეს არის განცხადება, რომლითაც ტკბილი ხმით, მშვიდად გვეუბნებიან, რომ სრულებით არეული აქვთ თავისი პრინციპები და სტანდარტები. თუ მხარს უჭერ ქართველ ხალხს და მხარს არ უჭერენ ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფალს, ეს პირდაპირ ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. მათივე პასუხში იგულისხმება ის დიდი ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მათ გააჩნიათ და რომელიც ყოველ ჯერზე ასე ცხადად გამოსჭვივის მათ განცხადებებში. მეორე ვარიანტია, რომ მათი მხარდაჭერა მიემართება მხოლოდ პატარა ჯგუფისკენ, რომელიც ქართველ ხალხს ნამდვილად არ წარმოადგენს. ასე კრებსითად ნამდვილად ვერ ისაუბრებს კაია კალასი. ამ განცხადების შედეგად, მხოლოდ ამ ჯგუფის და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად გვევლინებიან,“ - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.

„საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კალასმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა