„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - „თანამშრომლების კეთილდღეობა“ - დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიგონ:

  • რატომ არის თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელი და არა მხოლოდ სასურველი;
  • როგორ მოქმედებს თანამშრომელთა მოტივაცია, ჩართულობა და კმაყოფილება ბიზნესის შედეგებზე;
  • რა პრაქტიკული მიდგომები და ინსტრუმენტები ეხმარება ორგანიზაციებს თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში;
  • როგორ ჩამოყალიბდეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, რომელიც პროდუქტიულობას ზრდის.

ბიზნესკურსს უძღვება მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა საკითხზე - მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა თუ ადამიანური რესურსების სფეროებში ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, პლატფორმა მუდმივად ახლდება და დღეს უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360˚-ის ნაწილია. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს საჭირო რესურსებს განვითარებისთვის: საგანმანათლებლო პროექტებს, კონსულტაციებს, კვლევებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ ინიციატივას.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს