კაროლ ნავროცკი - ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ვიზიტი ცუდი ამბავია მოსკოვისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ვიზიტი ცუდი ამბავია მოსკოვისთვის, რადგან ის ვარშავას, კიევსა და რეგიონში სხვა პარტნიორებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ერთიანობას აჩვენებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნავროცკის თქმით, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დარღვევას და პოლიტიკური სისტემების დესტაბილიზაციას, ჰიბრიდული თავდასხმების თითქმის ყოველდღიურად განხორციელებით.

პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026