ირაკლი კუპრაძე - ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა - შეშინებული რუსი  ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ

ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა - შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე წერს.

კუპრაძის განცხადებით, “ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს ქართველი ხალხი დააშინოს, რადგან თავად არის შეშინებული“.

“ვულოცავ ზურას ტყვეობიდან გათავისუფლებას. ვულოცავ შენს ოჯახს, შვილებს.

რაც შეეხება ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლებას, ეს არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება. შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ.

ზურა და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი თუ სინდისის ტყვე, დღეს პატიმრები არ არიან. ისინი ავტოკრატიული რეჟიმის ტყვეები, მძევლები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველო ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე და მძევალია.

ავტოკრატიული რეჟიმი რეალურად ცდილობს დააშინოს ქართველი ხალხი, რადგან თავადაა შეშინებული, თუმცა ჩვენ ის ვერ შეგვაშინებს და ვერც დაგვამარცხებს!“, - წერს კუპრაძე.

ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, რა დროისთვის მისი ოჯახის წევრები და მეგობრები გეგმავდნენ საპატიმრო დაწესებულებასთან მისვლას, თუმცა ციხიდან 08:00 საათზე გამოუშვეს. ჯაფარიძის განცხადებით, ოჯახის წევრებთან დაკავშირებაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მდგარი უცნობი ტაქსის მძღოლი დაეხმარა.

"რამდენიმე დღის წინ ვიკითხე რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მანდ უნდა ვყოფილიყავი 10:30 საათისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილით 08:00 საათზე გამომდგეს. არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. ჩასალაგებელი არაფერი მქონდა და მაისურით ვიყავი. გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ, რომ ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა. მაისურით გამომიშვეს 08:00 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დავურეკე ნატას, რომ მეთქვა გარეთ ვარო. მერე მეგობარმა მომაკითხა. გარეთ არავინ იყო, სრული სიცარიელე იყო, დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე ვერავისთან დაკავშირება, რომ გარეთ ვარ-მეთქი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა