ანდრეი ბაბიში - მიმაჩნია, რომ გაყინული რუსული აქტივები ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ - უცნაურია, რომ დღეს ვაძლევთ ფულს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.

ბაბიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დაკისრებოდა პასუხისმგებლობა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივი სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით.

„მიმაჩნია, რომ ეს თანხა ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ. უცნაურად მიმაჩნია, რომ დღეს, ორი წლით ადრე ვაძლევთ ფულს, როდესაც გამოცხადდა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ახლოვდება. რაღაც ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის“, - აღნიშნა ბაბიშმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის რეპარაციის სესხის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით, 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფენ. რეპარაციის სესხის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს. დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებენ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს