თეიმურაზ პაპასქირი - მიმდინარეობს საუბრები გარკვეული ერთობის შექმნაზე, საკითხი გარკვეულწილად დაძრულია და ზურა ჯაფარიძის გამოსვლა სავარაუდოდ დააჩქარებს

მიმდინარეობს საუბრები გარკვეული ერთობის შექმნაზე, გარკვეულწილად დაძრულია საკითხი და ზურას გამოსვლა სავარაუდოდ დააჩქარებს კიდეც , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თეიმურაზ პაპასქირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

თეიმურაზ პაპასქირის თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა იყო ეს და ახლა დაკვეთა არის ერთობა, შესაბამისად, ეს ერთობაც უნდა შესრულდეს.

„ზურა და ჩვენი კოალიცია ყოველთვის იყო მაქსიმალური ერთობის მომხრე. დღეს გაცილებით უფრო მარტივია ერთობის მიღწევა, ვიდრე ერთი წლის წინ, რადგან გახარიას ფაქტორი აბსოლუტურად ამოვარდა დღის წესრიგიდან. მოსახლეობამაც ფაქტობრივად ერთიანი პლატფორმა უკვე შექმნა. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვნახეთ ოთხ ოქტომბერს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა. ნათელია, რომ ამომრჩევლის დაკვეთა იყო ეს და ახლა დაკვეთა არის ერთობა. შესაბამისად, ეს ერთობაც უნდა შესრულდეს“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

თეიმურაზ პაპასქირის თქმით, სამარცხვინო იყო ფორმა, როგორც მოხდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ციხიდან გათავისუფლება.

„სამარცხვინოა ის, რომ ზურას წინა დღით არ შეატანინეს ქურთუკი. ხვალ დილით მოუტანენ და ჩაიცვამსო. დილით გამოაგდეს ისე, რომ კაციშვილი არ იყო. ნათქვამია იყო, რომ სადღაც 11:30-ზე გამოუშვებდნენ. არც დარეკვის უფლება მისცეს და არც არაფრის. ესენი ხომ რუსები არიან. გახსოვთ, თავის დროზე ნიკა მელია არ გამოუშვეს ძირითადი გამოსასვლელიდან და გამოუშვეს გვერდითი გამოსასვლელიდან. ეს არის „ქოცური“ აზროვნების ტიპური ნიმუში“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები