მიხეილ სააკაშვილი - რეალობაა ის, რომ პუტინი თვლის, ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება არც ცდებოდეს ამაში

საქმე იმაშია რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა - ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! - ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით, ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი განმარტავს, რუსეთს კიდევ ორი მოთხოვნა აქვს, რასაც გარკვეული მიზეზების გამო სოციალურ ქსელში ვერ გაახმოვანებს.

„ის რომ უკრაინის მხარდაჭერას „ქოცებმა“ ხელი მოაწერეს, ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. თუმცა არ ვეთანხმები მათ ვინც ამ სახეცვლილებას მხოლოდ საერთაშორისო ქიმიური გამოძიების შიშს მიაწერს, სიტუაცია ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია რუსეთის გასაღიზიანებლად.

კარგად უნდა მოვუსმინოთ მოსკოვიდან მესიჯებს, რომლებშიც ორივე, ლავროვი და ზახაროვაც ახლახან აცხადებდნენ, რომ ვერ ხედავენ „საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველს", რეალობაა ის, რომ პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება არც ცდებოდეს ამაში.

საქმე იმაშია რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა - ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! - ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით, ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას.

ითხოვს დსთ-ში დაბრუნებას და საბაჟო კავშირში შესვლას, ითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ახლავე და საქართველოში რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას. აქვს კიდევ ორი მოთხოვნა, რასაც მე გარკვეული მიზეზების გამო აქ არ გავახმოვანებ.

ხოდა, დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა. ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან, რომელსაც არ აინტერესებს არგუმენტი, რომ ქართველების ამჟამინდელი განწყობების კვალობაზე ივანიშვილი უფრო შორს ვერ წავა, სინამდვილეში მაგრად მოხვდება ღრანჭში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის