უკრაინა და პორტუგალია უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და პორტუგალია უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ ალექსანდრ კამიშინმა განაცხადა.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი უეკიპაჟო კატერები იდეალურად მუშაობენ რუსული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ. ახლა ისინი პორტუგალიას ზღვიდან ევროპის დაცვაში დაეხმარებიან“, - დაწერა კამიშინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ გამოაქვეყნა, ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აწერენ დოკუმენტს ხელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო, რომელიც კიევში იმყოფება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026