საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მითითებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, შსს-მ აქციის მონაწილეებს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, კონკრეტული დრო და ადგილი განუსაზღვრა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ აღნიშნულს დაემორჩილონ და მსვლელობას მაინც გამართავენ.

უწყვეტი პროტესტის 388-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით არიან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ. მათ მოთხოვნას კიდევ ერთი მოთხოვნაც დაემატა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო