ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაზე რთულ საკითხებად ტერიტორიები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და აღდგენის ფული რჩება

ყველაზე რთულ საკითხებად ტერიტორიები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და აღდგენის ფული რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ყველაზე რთული საკითხები იყო და რჩება. ეს უკრაინის ტერიტორიაა. შემდეგ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მესამე საკითხი - ფული აღდგენისთვის. არის კიდევ რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებზე, მონიტორინგის ფორმატზე და ა.შ. თუ ჩვენ 20-პუნქტიან გეგმაზე ვსაუბრობთ. აქ საკითხი გადაკვეთის წერტილებში არაა, არამედ იმაში, რომ დღეისთვის, სწორედ ამ მომენტში, ამ დროისთვის, ჩვენი ხედვა გადავეცით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისინი რუსეთთან ისაუბრებენ და პასუხს ველით…

რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს კეთილდღეობაზე, ანუ აღდგენაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე გადავეცით ჩვენი ხედვა და აშშ-მა გვითხრა რისთვის არიან მზად. ახლა იქნება ჩვენი ჯგუფის საუბარი ამერიკულ მხარესთან ფლორიდაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026