NBC News - ისრაელი დონალდ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების ვარიანტების წარსადგენად ემზადება

ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების ვარიანტების წარსადგენად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ერთ ინფორმირებულ წყაროზე და ოთხ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ისრაელის განსაკუთრებულ შეშფოთებას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტების აღდგენა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რემონტი იწვევს, რომლებიც წელს ისრაელის დარტყმების შედეგად დაზიანდნენ.

ასევე აღინიშნება, რომ თეირანი ურანის გამდიდრების ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, რომლებიც აშშ-მა ივნისში დაბომბა.

“მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთმანეთს მოგვიანებით ამ თვეში შეხვდებიან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს ტერიტორიაზე,” - წერს გამოცემა.

წყაროების თქმით, ნეთანიაჰუ არგუმენტების წარდგენას გეგმავს, რომ ირანის მიერ თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც სწრაფ ქმედებას საჭიროებს. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუს არგუმენტის ნაწილი იქნება ისიც, რომ ირანის ქმედებების საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვისაც, მათ შორის აშშ-ის ინტერესებისთვის.

წყაროების თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტრამპს რაიმე ახალ სამხედრო ოპერაციებში აშშ-ის ჩართვის ან მხარდაჭერის ვარიანტებს წარუდგენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს