ლევან მახარაშვილი - ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოუდგენელია ჩვენი პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ

ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, წარმოუდგენელია ჩვენი ეს პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი თუნდაც საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური მაღალი აქტივობით, მშვიდ გარემოში ჩატარდება.

“10:00 საათზე უკვე გაიხსნა საარჩევნო უბანი. მიმდინარეობს ხმის მიცემა. მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ისეთ მშვიდ გარემოში ჩაივლის, როგორც პირველ ტურში იყო და ავირჩევთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოუდგენელია ჩვენი ეს პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი თუნდაც საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ”, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო