შსს - სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 6 პირი.

„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ასევე, დაუფლების ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული გ.ჩ., 2005 წელს დაბადებული გ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ.ჯ., 1982 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული ო.დ., 1984 წელს დაბადებული გ.გ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026