არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, შსს-ს მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, 27 დეკემბერს, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდვების მიუხედავად, მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს.

„როგორც იცით, უკვე ბოლო 1 თვეა შაბათობით იმართება მანიფესტაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რომლის ძირითადი მიზანიც არის სწორედ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური მოწამვლის საქმეზე. 27 დეკემბერს, შაბათს, 19:00 საათზეც გაიმართება ანალოგიური ტიპის მანიფესტაცია ფილარმონიიდან და ყველას გელით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა პროტესტის ამ ფორმით ისევ გაგრძელდეს“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში. ამასთან, არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია